Thursday, July 24, 2014

ტრენინგის შეჯამება

  დიდი  მადლობა  ჩემს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს,ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის. მან ძალა და ენერგია არ დაიშურა რათა თითოეულ წევრისათვის ყოფილიყო ტრენინგის გავლის პერიოდი წარმატებული. ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის გავლით. შევიძინე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში და ვიმედოვნებ ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება მოსწავლეებისათვის.  
        მიღებული ცოდნა დამეხმარება,რომ მოსწავლეებს გაუღმავდეთ ცოდნა საბუნებიმეტყველო საგნების მიმართ და ჩამოუყალიბდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

 და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს საყვარელ "ქეთინო მასწავლებელს" მასთან გავიარე სამივე დონის ტრენინგი. სიამოვნებით გავივლი მომდევნო დონის ტრენინგებსაც.

მე-9-ე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
ვიმუშავეთ ბლოგში.
პროექტის თითოეულმა წევრმა მოკლეთ მოგვითხრო თავის პროექტზე, გეგმებზე.
ტრენინგის ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან შედეგიანი იყო. ყველასთვის.ყველამ დიდი მადლობა მოუხადა ტრენერს .

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მე-8-ე დღე

ჩვეულებისამებრ დღე დავიწყეთ გამეორებით. შევქმენით ფასილიტატორის რესურსი. გადავხედეთ პორთფოლიოს. შევასწორეთ თუ სადმე შეცდომა გვქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტვირთეთ პროექტის პორთფოლიო.

Monday, July 21, 2014

მე-7-ე დღე

დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით. შევადგინეთ ცხრილი დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე . ფაქტიურად დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა .

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მე-6-ე დღე

როგორც ყოველთვის დღე დავიწყეთ გამეორებით. ყველაფერი კარგად გვახსოვდა.
ვიმუშავეთ  შეფასების რუბრიკებზე.
 გავაკეთედ მოსწავლის პრეზენტაცია. დავამზადეთ პრეზენტაცია, გადავხედეთ გეგმებს. გავიაზრეთ  მომავალი დღისთვის ჩვენი პროექტის გეგმა გონებაში .დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კმაყოფილი ვარ შედეგებით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პრეზენტაციის ატვირთვა იყო ბლოგზე. შევძელი დამოუკიდებლად ამეტვირთა,  კარგად გამომივიდა. დიდი მადლობა ტრენერს.

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით.
 ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონად ჩაწერა.
 გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობა . გაჯეტების ჩასმა ორრიგად, მარჯვენა მხარეს და ა.შ.
ვივარჯიშეთ სურათის ჩასმაზე, ფონის შეცვლაზე, დიზაინის შეცვლაზე . კომენტარების ჩასმამ ყველა ძალიან გაგვახალისა. გავუგზავნეთ და მივიღეთ ერთმანეთის კომენტარები . მოვუწონეთ ერთმანეთს  ნამუშევრები.  დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა .

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მე-4-ე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.
განვსაზღვრეთ შეფასებები მოსწავლის საჭიროების დასადგენად.
 შევქმენით და შევაფასეთ პორთფოლიოს პრეზენტაცია.
 ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა რაც ძალიან მაინტერესებდა. არ დავიღლები ჩვენი  ტრენერის ქებით.   დიდ მადლობას ვუხდი ასეთი გულისხმიერებისთვის, მონდომებისთვის ყურადღებისთვის .

Sunday, July 13, 2014

ტრენინგის მესამე დღე

                                       
 გავიმეორეთ წინა მე-2-ე ტრენინგის მასალა, ყველაფერი კარგად გვახსოვდა.  დავადგინეთ ეროვნული გეგმის  მიხედვით გათვალისწინებული სტანდარტები.
განვსაზღვრეთ პროექტის მიზანი.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
  დავსვით მიმართულების მიმცემი კითხვები.
 ვიმუშავეთ ბლოგში.  გავიმყარეთ ცოდნა ბლოგში მუშაობაზე. ტრენერის  ძალიან
მადლიერი ვარ. არ იშურებს ცოდნას და გამოცდილებას იმისათვის რომ კარგად ავითვისოდ მასალა.პედაგოგებიც ძალიან მოტივირებულები ვართ.

Sunday, July 6, 2014

ტრენინგის მე-2 დღე

                    მეორე დღეს წარმოვადგინეთ საშინაო დავალება.ტრენინგის ყველა მონაწილემ მოკლეთ მიმოიხილა თემა რაზეც უნდა ვიმუშაოთ მთელი ტრენინგის  განმავლობაში.  ძალიან საინტერესო თემები წარმოადგინეს მონაწილეებმა.
       შემდეგ    გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა.
       გადავიმეორეთ ვორდის დოკუმენტები .  გავეცანით ზოგ ახალს.
ბუკლეტი
დავამზადეთ ბუკლეტი ჩვენი პროექტის შესაბამისი. მოვიძიეთ მასალები ინტერენეტიდან, ჩავსვით სურათები.ჩავასხით ფერები რამაც უფრო მიმზიდველი გახადა ბუკლეტი ვიზუალურად.ვიმუშავეთ ბლოგში

Saturday, July 5, 2014

პროექტის პირველი დღე

                                             
         გავიცანით ერთმანეთი.  გავეცანით ტრენინგის მიზნებს.  შევქმენით პორთფოლიოს საქაღალდეები.    გავეცანით    რესურსებს. რომელიც მომეწონა, ჩემს რესურსის საქაღალდეში მოვათავსე, შემდეგი გამოყენებისთვის.
          დავათვალიერე სხვისი პროექტები.  შევქმენი  ორი ახალი ბლოგი, რომელსაც შემდეგში გამოვიყენებ. ტრენინგის ყველა მონაწილე მოტივირებულია.