Thursday, July 24, 2014

ტრენინგის შეჯამება

  დიდი  მადლობა  ჩემს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს,ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის. მან ძალა და ენერგია არ დაიშურა რათა თითოეულ წევრისათვის ყოფილიყო ტრენინგის გავლის პერიოდი წარმატებული. ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის გავლით. შევიძინე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში და ვიმედოვნებ ჩემი გაკვეთილები უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება მოსწავლეებისათვის.  
        მიღებული ცოდნა დამეხმარება,რომ მოსწავლეებს გაუღმავდეთ ცოდნა საბუნებიმეტყველო საგნების მიმართ და ჩამოუყალიბდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

 და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემს საყვარელ "ქეთინო მასწავლებელს" მასთან გავიარე სამივე დონის ტრენინგი. სიამოვნებით გავივლი მომდევნო დონის ტრენინგებსაც.

მე-9-ე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.
ვიმუშავეთ ბლოგში.
პროექტის თითოეულმა წევრმა მოკლეთ მოგვითხრო თავის პროექტზე, გეგმებზე.
ტრენინგის ძალიან კმაყოფილი ვარ ძალიან შედეგიანი იყო. ყველასთვის.ყველამ დიდი მადლობა მოუხადა ტრენერს .

Tuesday, July 22, 2014

ტრენინგის მე-8-ე დღე

ჩვეულებისამებრ დღე დავიწყეთ გამეორებით. შევქმენით ფასილიტატორის რესურსი. გადავხედეთ პორთფოლიოს. შევასწორეთ თუ სადმე შეცდომა გვქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტვირთეთ პროექტის პორთფოლიო.

Monday, July 21, 2014

მე-7-ე დღე

დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით. შევადგინეთ ცხრილი დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე . ფაქტიურად დავამთავრეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა .

Sunday, July 20, 2014

ტრენინგის მე-6-ე დღე

როგორც ყოველთვის დღე დავიწყეთ გამეორებით. ყველაფერი კარგად გვახსოვდა.
ვიმუშავეთ  შეფასების რუბრიკებზე.
 გავაკეთედ მოსწავლის პრეზენტაცია. დავამზადეთ პრეზენტაცია, გადავხედეთ გეგმებს. გავიაზრეთ  მომავალი დღისთვის ჩვენი პროექტის გეგმა გონებაში .დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კმაყოფილი ვარ შედეგებით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პრეზენტაციის ატვირთვა იყო ბლოგზე. შევძელი დამოუკიდებლად ამეტვირთა,  კარგად გამომივიდა. დიდი მადლობა ტრენერს.

Saturday, July 19, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

დღე როგორც ყოველთვის დავიწყეთ გამეორებით.
 ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონად ჩაწერა.
 გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობა . გაჯეტების ჩასმა ორრიგად, მარჯვენა მხარეს და ა.შ.
ვივარჯიშეთ სურათის ჩასმაზე, ფონის შეცვლაზე, დიზაინის შეცვლაზე . კომენტარების ჩასმამ ყველა ძალიან გაგვახალისა. გავუგზავნეთ და მივიღეთ ერთმანეთის კომენტარები . მოვუწონეთ ერთმანეთს  ნამუშევრები.  დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა .

Friday, July 18, 2014

ტრენინგის მე-4-ე დღე

გავიმეორეთ წინა მასალა.
განვსაზღვრეთ შეფასებები მოსწავლის საჭიროების დასადგენად.
 შევქმენით და შევაფასეთ პორთფოლიოს პრეზენტაცია.
 ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე გადატანა რაც ძალიან მაინტერესებდა. არ დავიღლები ჩვენი  ტრენერის ქებით.   დიდ მადლობას ვუხდი ასეთი გულისხმიერებისთვის, მონდომებისთვის ყურადღებისთვის .